saqarTvelos mwvervalebi - bJeduxi
ბჟედუხი - მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4373 მ. კოშკებად ასვეტილი, თოვლით დაფარული ციცაბო კლდეები მწვერვალს ძნელად ასავლელს ხდის. ასვლა ჯობს ჩრდილოეთის მხრიდან - ადილსუს ხეობიდან კაშკატაშის მყინვარით, ხოლო სამხრეთიდან ჭალაათისა და ლეხზირის მყინვარებიდან.